ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საკითხებზე იმსჯელეს

652

ლაშა კომახიძის ინიციატივით ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს შემადგენლობა გაფართოვდა.

მერიაში განახლებული შემადგენლობის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებები განიხილეს, მათ შორის: წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია ბონი-გოროდოკისა და თამარის დასახლებებში; მახინჯაურის წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა; წყალარინების მობილური გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ჩაქვში; ჯავახიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა და წყალარინების სისტემის მოწყობა; არდაგანის ტბის მიმდებარედ სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა და  გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაციის საკითხები;

ასევე, მესამე ფაზის ფარგლებში დასრულდება ბარცხანის, გონიო-კვარიათისა და ე.წ ჭაობის დასახლებაში წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია.

მერიის ცნობით, ამჟამად, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია ბონი-გოროდოკის ტერიტორიაზე და თამარის დასახლებაში მიმდინარეობს. ასევე, შენდება მახინჯაურის წყლის სამარაგო რეზერვუარი, თამარის დასახლებაში წყალარინების სატუმბი სადგურები და ჩაქვში წყალარინების მობილური გამწმენდი ნაგებობა. აღნიშნული სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წელს.

მათივე ინფორმაციით, მეოთხე ფაზის ფარგლებში წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ბონი – გოროდოკის ტერიტორიასა და თამარის დასახლებაში; ასევე, აშენდება სანიაღვრე სატუმბი სადგური ტბის მიმდებარედ (2018-2020 წწ). ჯავახიშვილის ქუჩისა და გიორგი ბრწყინვალის ქუჩებზე კი, სანიაღვრე კოლექტორს ჩაუტარდება რეაბილიტაცია (2018-2019 წწ);

როგორ მერიაში აცხადებენ, 2019 წელს დაიწყება გონიო – კვარიათის, ლეონიძის, აღმაშენებლის, ხიმშიაშვილის დასახლების წყლის სისტემების რეაბილიტაცია (დასრულება–2021 წწ);