ვაზისუბნის II მ/რ N27 კორპუსთან შიდა საგზაო სამუშაოები სრულდება

581

ისნის რაიონში, ვაზისუბნის II მიკრორაიონში, N27 კორპუსთან, შიდა საგზაო სამუშაოები სრულდება.

გამგეობის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, ამ ტერიტორიაზე, ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. ასევე, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და საფეხმავლო ბილიკი.

სამუშაოების ბოლო ეტაპს, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო და კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა.