გზას, რომლის შეკეთებასაც მოსახლეობა ითხოვს, ქუთაისის მერია მომავალ წლამდე არ გააკეთებს

739

ქუთაისში, იოანე პეტრიწის ქუჩის მე-2 ჩიხში, გზის საფარის მოწესრიგებას ითხოვენ. ქუჩის მცხოვრებლების თქმით, პრობლემა წლებია არსებობს და ადგილობრივ თვითმმართველობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მოსახლეობამ გზის საფარის მოწესრიგების თხოვნით მერიას წერილობითაც მიმართეს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

“წერილში ეწერა რომ საკითხს შევიწავლითო, რა შესწავლა უნდა დაზიანებულ გზას არ ვიცი. წვიმიან ამინდში გზაზე საშინელი ტალახი დგება და აუტანელი სიტუაციაა”, – ამბობს პეტრიწის ქუჩაზე ერთ-ერთი მცხოვრები.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, ქალაქში მიმდინარე წელს დაახლოებით 25 მისასვლელი გზა და ჩიხის გაკეთებაა დაგეგმილი. თუმცა, მათ შორის არ არის, პეტრიწის ქუჩა. მერიაში ამბობენ, რომ ამ ქუჩის გზის საფარის მოწესრიგება მომავალ წლამდე არ მოხდება.