მდინარე საფრისწყალზე არსებულ ხიდზე მოძრაობა აიკრძალა

607

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის კმ99+100 მონაკვეთზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, დაზიანდა მდინარე საფრისწყალზე არსებული სახიდე გადასასვლელი. რის გამოც, გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მონაკვთზე, გეოლოგების რეკომენდაციით,  25 მაისიდან მოძრაობა სპეციალური რეჟიმით ხორციელდებოდა. კერძოედ, აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების  მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე იყო დაშვებული.