ყაზბეგის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

830

ყაზბეგის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა, სადაც ტურისტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ პარკის ბიომრავალფეროვნების და ტურისტული სერვისების შესახებ.

ცენტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. მისი თქმით, ყაზბეგის ეროვნული პარკი არის უნიკალური ეკოსისტემა, რომელსაც სჭირდება სათანადო დაცვა და სათანადო პოპულარიზაცია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის შენობა გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით აშენდა. პროექტის განხორციელება საკონსულტაციო ჯგუფმა (GFA) უზრუნველყო. პროექტის ღირებულებამ 793 450 ლარი შეადგინა.