დასავლეთ საქართველოში 30 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

669

ფონდის ცნობით, დასავლეთ საქართველოში სრული რებილიტაცია 30 საჯარო სკოლას ჩაუტარდება, სადაც ჯამში 15 200-მდე მოსწავლე სწავლობს. ამ სკოლების რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი 15 მილიონ დოლარამდეა.

ფონდში აცხადებენ, რომ ამ ეტაპისთვის რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა 44 საჯარო სკოლას, რომლებიც მცხეთა-მთიანეთს, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში მდებარეობს. მიმდინარებს 17 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში.

2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (MCC) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 მილიონიან მეორე კომპაქტს, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით.