ზესტაფონის სოფლებში საავტომობილო გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

696

ზესტაფონში მუნიციპალიტეტის დაკვეთით, საავტომობილო გზების რეაბილიტაცია, სოფელ ილემში, წიფლავაკეში, ფუთში, ასევე დაბა შორაპანში ფარნავაზისა და ვაჩნაძის ქუჩებზე დაიწყება.

გზების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროეწტების ფონდის ფინანსური მხარდაჭერითა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

საავტომობილო გზების კეთილმოწყობას, ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შპს „მიმდემი“ განახორციელებს.

აღნისნული პროექტის მიხედვით, ილემის ცენტრალური გზის რეაბილიტაციაზე 408 489 ლარი, ფუთის ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციზე 221 600 ლარი, წიფლავაკის სასოფლო გზის რეაბილიტაციაზე 145 976 ლარი. დაბა შორაპანი – ფარნავაზისა და ვაჩნაძის ქუჩების რეაბილიტაციაზე კი, 136 167 ლარი დაიხარჯება.