რეგიონებში 10 000 ახალი სანაგვე ურნა დარიგდება

827

საქართველოს რეგიონებში ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი სანაგვე ურნები დარიგდება. ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, ჯამში მუნიციპალიტეტებში 10 ათასი კონტეინერი გადანაწილდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი თელავში, კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილესა და თელავის მერს შეხვდნენ.

თელავის მუნიციპალიტეტში 250 ერთეული, ხოლო მთლიანად კახეთის რეგიონში – გერმანული წარმოების პლასტმასის 1100-ლიტრიანი 1800 ურნა დარიგდება.

მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების ახალი კონტეინერების შესაძენად ჯამში 5,5 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.