მტკვრის აუზის პოტენციალის შესწავლა იწყება

627

ესპანეთის ნავთობისა და გაზის ნავთობკომპანია REPSOL-ი მტკვრის აუზის ნახშირწყალბადების პოტენციალს შეისწავლის და შესაბამის ანგარიშსს მოამზადებს, გარკვეული რეკომენდაციებით თუ როგორ უნდა მოხდეს მტკვრის აუზის ათვისება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შესაბამისი მემორანდუმი დღეს, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და ესპანეთის ნავთობისა და გაზის ნავთობკომპანია REPSOL-ს შორის გაფორმდება.

ასევე მემორანდუმის ფარგლებში, ქართველი სპეციალისტები REPSOL-ის მონაცემთა ბაზაში გადამზადებას გაივლიან.