გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს ფსიქოლოგები აღარ ეყოლებათ

610

წინა სტატია

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს ფსიქოლოგის შტატი მალე გაუქმდება. ამის შესახებ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილა რადიო მოზაიკას უთხრა.

“ჩვენ გვჭირდება ფსიქოლოგები უმაღლესი განათლებით, ნამდვილი ფსიქოლოგები და არა ის ადამიანები, ვისაც ორთვიანი ტრენინგები აქვთ გავლილი. აქამდე მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში მუშაობდნენ ფსიქოლოგები, ხელფასი ჰქონდათ 125 ლარი, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ისინი გავათავისუფლოთ და 5 ფსიქოლოგი ავიყვანოთ ჩვენს სააგენტოში. მათი ხელფასი იქნება 400 ლარი და ისინი დაეხმარებიან ბაღებს. ამ გადაწყვტილების მიზანი მხოლოდ თანხების დაზოგვა არ არის, ჩვენ ვზრუნავთ ბავშვებზე”, – ამბობს ლია კოვზიაშვილი.

ფსიქოლოგი გორის მუნიციპალიტეტის 38 საბავშვო ბაღს ჰყავს. სააგენტოს გადაწყვეტილება ძალაში უახლოეს მომავალში შევა. ლია კოვზიაშვილი ამბობს, რომ უკვე მომუშავეებიდან 5 ფსიქოლოგს, სააგენტოში შესაბამისი განათლების საფუძველზე დაასაქმებს.

აქამდე 38 ფსიქოლოგის ყოველთვიური ხელფასი ჯამში 4 750 ლარს შედგენდა, მომავალში კი 5 ფსიქლოგისთვის 2 000 ლარი დაიხარჯება.

ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ გორის ბაღებში შესაძლოა მეთოდისტის შტატიც გაუქმდეს.