განმუხურის მოსახლეობამ გაზიფიცირების მოთხოვნით აქცია გამართა

770

წინა სტატია

სოფელ განმუხურში მოსახლეობამ  გაზიფიცირების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. ისინი აცხადებენ, რომ ადგილობრივი მთავრობა მათი პრობლემებით არ ინტერესდება. ინფორმაციას imedinews.ge ავრცლებს.

„თუ ეკუთვნოდა უფასოდ ერთი წერტილის შეყვანა კოკის, ორსანტიისა და შამგონის მოსახლეობას, მაშინ საოკუპაციო ზოლთან მდებარე ჩვენს სოფელსაც ეკუთვნის, არ ვითხოვთ უკანონოს არაფერს“,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქიაზე ნაციონალური მოძრაობის ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში დათა შელიაც მივიდა. მისი თქმით, საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხი არაერთხელ დააყენეს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ არის.

“სოკარი არის კერძო კომპანია და ხელისუფლებას არ გაუჭირდება, რომ უშუამდგომლოს ამ ხალხს და შეუყვანონ ერთი წერტილი უფასოდ“,- აცხადებს შელია.

აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმა პოლიციამ მათ ამის ნება არ მისცა. აქციის მონაწილეების თქმით, იმ შემთვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება პერმანენტული აქციებს გამართავენ.

განმუხურში მოსახლეობა უკვე თვეზე მეტია გაზიფიცირებას ითხოვს. “სოკარ ჯორჯიამ” გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში – ორსანტიაში, კოკსა და ხურჩაში, მოსახლეობას ბუნებრივი აირი სახლებში უსასყიდლოდ, სახელმწიფოს დაფინანსებით შეუყვანა. იმავეს ითხოვენ სოფელ განმუხურის მცხოვრებლები. გაზი შეყვანილი არც ანაკლიაშია.