შუახევის სოფელ ნიგაზეულში გზის მოასფალტება მიმდინარეობს

921

შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიგაზეულში გზის მოასფალტება მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, ზამლეთი – ნიგაზეულის მონაკვეთზე 2 280 მეტრის ბეტონის საფარის მოწყობა.

სამუშაოებს შპს „ბონდი 2009“ ასრულებს, ხოლო, მის ღირებულება 1 090 878 ლარს შეადგენს და მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მაღალმთიან აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს მუნიციპალიტეტებში. დღეს ჩვენ შუახევის მუნიციპალიტეტს ვეწვიეთ. სოფელ ნიგაზეულში 2 ისტორიული პროექტი ხორციელდება: გზის მოწყობა და წყალმომარაგება. წყალმომარაგების პროექტი უახლოეს თვეებში დასრულდება და სოფელს 24 საათიანი მომარაგება ექნება. რაც შეეხება გზის მოწყობის პროექტს, ცენტრიდან სოფლამდე სრულად მოხდება გზის მოწყობა ორფენიანი ასფალტის საფარით. მოგეხსენებათ ნიგაზეული ტურისტულად საინტერესო ადგილია და ძალიან მნიშვნელოვანია აქ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ბედნიერი ვარ, რომ ეს სოფელი, რომელშიც 300-მდე ოჯახი ცხოვრობს, სულ მალე უზრუნველჰყოფილი იქნება გზით და სასმელი წყლით“ – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ.

ასევე, ბეტონის საფარი იგება შუახევი-ჩირუხისა და ზამლეთი-ხიხაძირის მონაკვეთზე.

“აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2018 წლის ბიუჯეტით შუახევის მუნიციპლაიტეტში გათვალისწინებულია 9,880 კმ ასფალტობეტონის საფარის მოწყობა, რაც საერთო ჯამში 5 377 340 ლარს შეადგენს.

სულ, შუახევის მუნიციპალიტეტში 2018 წელს საგზაო ინფრასტრუქტურურული პროექტებისათვის 11 082 320 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი”,- აცხადებენ შუახევის მერიაში.