ზუგდიდში NDI-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

908

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მერის მოადგილე მაიზერ ნანავა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟია, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის( NED) პროგრამას შეეხო.

მერიის ცნობით, (NED) პროგრამა 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის აპრილამდე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ NDI იმუშავებს საკრებულოებთან, მერიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ მედიასთან საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში ახალციხეში, ბათუმში, გორში, ზუგდიდსა და ოზურგეთში.

“პროგრამის ძირითადი მიზანი კი სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის დიალოგის ხელშეწყობაა, რათა მათ ერთობლივად შეძლონ ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და მათ მოსაგვარებლად საჭირო ეფექტური მექანიზმების შემუშავება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.