ბაღდათის სოფელ ობჩასა და წითელხევში 2007 წელს დახურული ბიბლიოთეკები ხელახლა გაიხსნა

634

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩასა და წითელხევში 2007 წელს დახურული ბიბლიოთეკები ხელახლა გაიხსნა.

სამკითხველოების გახნა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

სამკითხველოები ობჩასა და წითელხევში, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის დიდი ძალისხმევითა და თვითმმართველობის მხარდაჭერით აღდგა.

ბიბლიოთეკების გახსნას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, საბიბლიოთეკო ქსელის პრეზიდენტი რუსუდან ასათიანი დაესწრო, რომელმაც ბიბლიოთეკებს საჩუქრად წიგნები გადასცა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა.