გურჯაანის მერიაში “ქალთა ოთახმა” მუშაობა დაიწყო

893

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში “ქალთა ოთახმა“ დაიწყო მუშაობა, რომელიც მოქალაქეებს საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას, თავისუფალ, ღია სივრცეს სთავაზობს დასვენებისა და სოციალური აქტივობებისთვის.

„პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების გაძლიერებას, გააქტიურებას და მათ ჩართულობას საზოგადოებრივ საქმიანობაში. შეუძლიათ მოგვაკითხონ ქალებმა, რომლებიც ძალადობას განიცდიან ოჯახში და ზოგადად. ასევე მათ, ვისთვისაც კომპიუტერი და ინტერნეტი ხელმისაწვდომი არ არის. მინდა აღვნიშნო, რომ ძალადობის შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით შუამავალი რგოლი, მსხვერპლს დავაკავშირებთ სოციალურ სააგენტოსთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ყველა შესაბამის უწყებასთან”,- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების უფროსმა სპეციალისტმა გენდერული თანასწორობის საკითხებში იზა თერგიაშვილმა.

“ქალთა ოთახი“ ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში მეორე სართულზე განთავსდა. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ყოველ სამუშაო დღეს, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე მიაკითხონ.