ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში ჩატარებულ სამუშაოებს ისევ სწავლობენ

572

ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ჩატარებულ სამუშაოებს ისევ სწავლობენ. საცხოვრისის ბინადართა მოთხოვნის და ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, საცხოვრისის მდგომარეობის შესწავლა 4 აპრილს დაიწყო. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს  შენობაში არსებული მდგომარეობა უნდა შეესწავლა და დასკვნა ერთ თვეში დაედო. მითითებული ვადის გასვლის მიუხედავად, დასკვნა მზად არ არის. ამის შესახებ “ნიუპრესი” წერს.

მერიის საბინაო სამსახურის უფროსის ჯონი არაბიძის თქმით, ექსპერტიზის ბიურომ მუშაობა ვერ დაასრულა, რის გამოც ვადები გახანგრძლივდა. არაბიძე იმედოვნებს, რომ დასკვნა მალე დაიდება.

შენობაში, სადაც უსახლკაროები  ნახევარი წლის წინ შესახლდნენ, ნგრევა დაიწყო. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მერიამ რომ შენობას ექსპერტიზა ჩატარებოდა. ექსპერტიზა 4 აპრილს დაიწყო.

სოციალური საცხოვრისის მშენებლობისთვის გასულ წლებში 2 500 000 ლარი გამოიყო.