ვალერი ფოცხვერია: სამტრედიაში შეიქმნება ჯგუფი, რომელიც გარევაჭრობის პრობლემებს გადაჭრის

783

გარევაჭრობის საკითხთან დაკავშირებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს გარევაჭრობა და ის მდგომარეობა, რასაც სამტრედიაში ჭანტურიასა და ბაზრის მიმდებარე ქუჩებზე გარევაჭრობა იწვევს.

მერის ინიციატივით შეიქმნება მუშა ჯგუფი, რომელშიც ჩაერთვება ქალაქის ტერიტორიული ორგანო, სურსათის უვნებლობის სააგენტო და პოლიციასთან მაქსიმალური თანამშრომლობის საფუძველზე აღნიშნული პრობლემას გადაჭრის.

,,მაქსიმალურად უნდა დაგვიდგეს მხარში, ყველა ორგანო ვისაც შესაძლებლო აქვს აღნიშნული პრობლემის მოგვარების. მთავარია , რომ მოქალაქეებს არ შეექმნათ დისკომფორტი და გარევაჭრობის საკითხი სამტრედიაში ერთხელ და სამუდამოდ მშვიდობიანად და ცივილური გზით მოგვარდეს. ბაზრის ადმინისტრაცია ჩვენი თხოვნით მზად არის მათთვის განსაკუთრებული შეღავათები დააწესოს. თითეულმა გარემოვაჭრემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და შევიდეს ბაზრის შიგნით ტერიტორიაზე, სადაც ცივილურ პირობებში ექნებათ საშუალება მოახდინონ პროდუქტის რეალიზაცია”,- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.