ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე მდებარე სახიფათო ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალა

1054

წინა სტატია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე მდებარე სახიფათო ხიდზე მოძრაობა აიკრძალა.

დაზიანებული ხიდი დანისპარაულში, რიყეთის ცენტრში მდებარეობს. მასზე მოძრაობის საშიშროებასთან დაკავშირებით აჭარის ტელევიზიამ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მდ. საფრისწყალზე მდებარე ხიდს გაებზარა საყრდენი ბურჯი, რის გამოც გეოლოგების რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების  მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე.