ქუთაისში ენერგიის გამომმუშავებელი ველოსიპედი დააზიანეს

653

წინა სტატია

ქუთაისში რამდენიმე დღის წინ დამონტაჟებული ენერგიის დამმუხტველი ველოსიპედი დააზიანეს. დილით ახალგაზრდული პარკის ადმინისტრაცია ტერიტორია დარბეული დახვდათ. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის  RICDOG წარმომადგენლის გვანცა თოთაძის თქმით, მოგლეჯილია რკინის საინფორმაციო დაფა, ასევე მოტეხილია ინსტრუქციები, რომლებიც  მეტალის ფირფიტებზე იყო განთავსებული და ველოსიპედზე იყო დამაგრებული.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ენერგიის დამზოგავი პირველი ველოსიპედი საქართველოში ქუთაისში, მოსწავლე – ახალგაზრდობის პარკში 21 მაისს დაიდგა. ველოსიპედების მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეეძლო, ერთი მხრივ, გამოემუშავებინა ენერგია და, მეორე მხრივ, დაემუხტა ანდროიდის სისტემის მობილური ტელეფონები და გაჯეტები.