თბილისის ისტორიულ უბნებში ისტორიულ შენობებზე კერამიკული აბრები განთავსდება

785

თბილისის მერია ისტორიულ უბნებში, ისტორიულ შენობებზე კერამიკული აბრებს განათავსებს. ინგოროყვას ქუჩაზე, საპილოტე პროექტის ფარგლებში, ქართული თიხისგან დამზადებული, მოხატული აბრა უკვე დაიდგა.

თბილისის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას თქმით,  აბრებს აბრეშუმის გზის სიმბოლიკა ექნება.

“დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მერიამ ოთხ ისტორიულ შენობაზე განათავსა საინფორმაციო აბრები. თუ სად იყო განთავსებული იმ პერიოდში სახელმწიფო მნიშვნელოვანი სტრუქტურები. ეს არის ქართული თიხით გაკეთებული დახატული კერამიკული ფილები. ვფიქრობთ, ეს მიმზიდველი იქნება, როგორც ტურისტებისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ გავაღვიძოთ ჩვენი ისტორიული მეხსიერება. ეს არის საპილოტე პროექტი, რომელსაც შემდგომ ეტაპზე მოყვება ყველა ისტორიული შენობის პირველ ნომერზე, ისტორიულ უბნებში მსგავსი ისტორიული აბრები, სადაც იქნება ქუჩის პირველადი სახელი და ისტორია მოითხრობილი. შემდეგ ეტაპზე იქნება აბრეშუმის გზის სიმბოლიკებით აღნიშვნა”, – განაცხადა ხუნწარიამ.