ხობში, თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

908

ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, პროექტის მიხედვით 4 750 მეტრის მანძილზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა რკინა-ბეტონის მილ-ხიდები, ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები.

ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 1.369.889 ლარია.

აღნიშნულ სამუშაოებზე დასაქმებულია 15 მუშახელი

სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს.

“სარეაბილიტაციო გზა მთლიანად ამორტიზებული იყო, რაც ხელს უშლიდა როგორც ტრანსპორტის, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას. ეს არის ერთ-ერთი უმოკლესი გზა კურორტ ანაკლიასთან დასაკავშირებლად”, – ნათქვამია ინფორმაციაში.