ახალციხის მეორე საჯარო სკოლასთან სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

704

ახალციხის მეორე საჯარო სკოლასთან, სანიაღვრე არხის კოლექტორი, რუსთაველის ქუჩასთან დამაკავშირებელი კიბე და საფეხმავლო ბილიკები რეაბილიტირდება.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ახალი სანიაღვრე კოლექტორი მოეწყობა, კიბის დაზიანებული საფეხურები და სახურავი ახლით შეიცვლება, აშენდება საყრდენი კედელი და მოსახლეობისთვის ფილებით ორი საფეხმავლო ბილიკი გაკეთდება.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.