ბაგებში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

718

ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, ამჯერად, სამუშაოები ბაგებში, სტუდქალაქიდან უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ხიდამდე ხორციელდება.

მათივე ცნობით, რეაბილიტაციის შედეგად, 1 000 მ2-ზე მეტი ფართობის გზა შეკეთდება და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

პროექტის ღირებულება დაახლოებით, 61 400 ლარს შეადგენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.