თბილისში 500-ზე მეტი მეწყერსაშიში ზონაა

2403

თბილისში 500-ზე მეტი მეწყერსაშიში ზონაა. პოტენციურად ყველა ფერდობი ეროზიის, ქვათაცვენის, კლდეზვავის ან მეწყრის რისკის შემცველია. ამის მიუხედავად, ასეთ ზონებში მშენებლობები ისევ გრძელდება. ამის შესახებ გაზეთი “რეზონანსი” სპეციალისტებზე დაყრდნობით წერს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროს მერაბ გაფრინდაშვილის ინფორმაციით, დაახლოებით 1 წელიწადში შეიქმნება გეოლოგიური საფრთხეების ზონების რუკა, სადაც გამოყოფილი იქნება ტერიტორიები გეოლოგიური საშიშროებიდან გამომდინარე. მსგავსი კვლევა ქვეყანაში პირველად ტარდება.

გაფრინდაშვილის თქმით, საველე კვლევები დღესაც მიმდინარეობს, თუმცა უკვე შეფასდა მეწყრული ადგილები, რომელთა რაოდენობა თბილისში, შემოერთებული სოფლების ჩათვლით, უკვე 500-ს აჭარბებს.