ტურისტებმა უფლისციხესთან ნაგავსაყრელის შესახებ გარემოსდაცველებს აცნობეს

927

ტურისტების ჯგუფმა, რომელიც უფლისციხის სანახავად იყო, გზაზე სტიქიური ნაგავსაყრელი შენიშნა, რის შესახებაც გარემოსდაცვით ორგანიზაცია CENN-ს აცნობა.ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

ნაგავსაყრელი უფლისციხე-დოესი-კასპის შემოვლით გზაზე მდებარეობს. ამ გზას ტურისტები უფლისციხიდან კასპის მუნიციპალიტეტში – რკონის, ქვათახევის და სხვა ტურისტული ადგილებისკენ სამოძრაოდ იყენებენ.

ორგანიზაცია CENN-ი7 ივნისს ამ სტიქიურ ნაგავსაყრელის დასუფთავებას აპირებს.