რუსთაველზე 11000 ძირზე მეტი დეკორატიული და სხვა სახეობის ხე-მცენარე დაირგო

1893

საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე არსებულ თარგებში, 3975 კვადრატულ მეტრ ფართობზე, 800-მდე სხვადასხვა სახეობის ფორმირებული ბუჩქი დაირგო.

თბილისის მერიის ცნობით, სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად, რუსთაველის გამზირის გასამწვანებლად სხვადასხვა მცენარეები, მათ შორის, ფოტინია, წყავი, წვრილფოთოლა ბზა, მარადმწვანე ბზა, ზეთისხილი, ევროპული ჭყორი, უთხოვარი, ლეილანდის კუპრესოციპარისი, კოწახური და ღვია შეირჩა.

მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის ცენტრალური გამზირის მოწესრიგება და გამწვანება უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე გაისხლა ხეები და მოწესრიგდა მწვანე თარგები, გამოიცვალა 1500 კვადრატული მეტრი მწვანე საფარი, მოეწყო სარწყავი სისტემები, დაირგო 11 000 ძირზე მეტი დეკორატიული და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ასევე, შეკეთდა შადრევნები.