ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ოდიშის გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

618

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრიდან N1 სასაფლაომდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება 600 მეტრი სიგრძისა და 5 მეტრი სიგანის გზა. ასევე, დაიგება ბეტონის საფარი.

როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული გზა ავარიულ მდგომარეობაში იყო და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნიდა.

ოდიშის გზით თვეში დაახლოებით 1500 ბენეფიციარი სარგებლობს.

პროექტის ღირებულება 250 000 ლარია.

აღსანიშნავია, რომ ოდიშში, ცენტრიდან N1 სასაფლაომდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2017 წელს განხორციელდა და დაიგო ბეტონის საფარი. აღნიშნულ მისამართზე, რეაბილიტირდა 500 მეტრი სიგრძისა და 5 მეტრი სიგანის გზა. გზასთან ერთად კი  სანიაღვრე არხები მოეწყო.