ბათუმის ბაგა-ბაღები 2018-2019 სასწავლო წელს 8060 ბავშვს მიიღებენ

1592

ბათუმის ბაგა-ბაღებში  2018 -2019 სასწავლო წლისთვის 8060 ბავშვის მიღებას შეძლებენ. რეგისტრაცია ბათუმის საბავშვო ბაღებშიც ორ ეტაპად იწარმოებს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

რეგისტრაციის პირველი ეტაპი პირველ ივლისს და 10 ივლისს დასრულდება. ამ პერიოდში დარეგისტრირდებიან ისეთი ბავშვები, როგორებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მარტოხელა დედების შვილები, ასევე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი 15 ივლისს დაიწყება და ელექტრონულად დარეგისტრირდება იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც არ შედიან პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში.

როგორც “აჭარის ტელევიზია” წერს, 2017 წელს, ბათუმში ბაღში მოხვედრა 400-მდე რეგისტრირებულმა მოზარდმა ვერ შეძლო.  მშობლებს უარი, მუნიციპალურ საბავშო ბაღებში ადგილების ნაკლებობის გამო უთხრეს.