ბაკურციხეში შიდა საუბნო გზის მოასფალტებაზე 200 ათასი ლარი დაიხარჯება

898

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, ე.წ. სამადაანთ უბანში, 600 მეტრი სიგრძის შიდა საუბნო გზაზე ასფალტის საფარი იგება.

გურჯაანის საკრებულოს ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია სანიაღვრე არხების კაპიტალური მოწესრიგებაც.  სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 200 000 ლარი დაიხარჯება.

,,200 ათასი ლარი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. მოუწესრიგებელი გზა და სანიაღვრე არხები წლების განმავლობაში მოსახლეობისთვის მოუგვარებელ პრობლემას წარმოადგენდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივებს არსებული პრობლემები მოუგვარდებათ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია”, – თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა.