რუსთავში მონუმენტური ძეგლებისა და მემორიალების მორეცხვა-დასუფთავება მიმდინარეობს

1164

რუსთავის მერიის ა(ა)იპ ,,რუსთავსერვის ცენტრი’’ ქალაქის მასშტაბით, მონუმენტური ძეგლებისა და მემორიალების მორეცხვა-დასუფთავების სამუშაოებს ახორციელებს.

უწყების ცნობით, სპეცტექნიკის გამოყენებით, ,,რუსთავსერვის ცენტრის’’ მიერ დღეს, შოთა რუსთაველის ძეგლი და ჟიული შარტავას ბიუსტი დასუფთავდა.

სამუშაოების მიმდინარეობას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და მერის მოადგილეები – დავით კეკელიძე და გოჩა ლორია ადგილზე გაეცნენ.