მუხიანში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება

715

გლდანის გამგეობის ინფორმაციით, მუხიანში, ლურჯქედისა და საგუბარას ქუჩებზე გზების კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს.

გამგეობაში აცხადებენ, რომ ლურჯქედის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაახლოებით, 2 300 კვ.მ ფართობზე იგება, ხოლო საგუბარას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა დაახლოებით, 900 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება.

“სამუშაოებს ორივე შემთხვევაში, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „როუდ სოლუშენი“ ახორციელებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.