კრწანისის რაიონში, აბესაძის N14-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს ამაგრებენ

816

კრწანისის რაიონში, აბესაძის N14-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს ამაგრებენ.

უწყების ცნობით, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის გამგეობამ სახლის გამაგრება გადაწყვიტა.

“რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფას მომავალშიც განაგრძობს”,- ნათქვამია გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.