ვოლსკი: რესპუბლიკის მოედნისთვის ვარდების მოედნის დარქმევა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო

741

წინა სტატია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ვარდების მოედნისთვის სახელწოდების შეცვლის საკითხს ეხმიანება. ვოლსკის შეფასებით, მოედნისთვის სახელის გადარქმევა “ქართული ოცნების” პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის და ამით მოედანს ძველი დატვირთვა დაუბრუნდება. ვოლსკის შეფასებით, ვარდების მოედანი “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2003 წლის რევოლუციის პოპულარიზაციის მიზნით დაარქვა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

“პოლიტიკური გადაწყვეტილება მაშინ იყო, როდესაც რესპუბლიკის მოედანს ეწოდა ვარდების მოედანი. პირველი რესპუბლიკის კოედანს თავისი პოლიტიკური დატვირთვა ყოველთვის გააჩნდა. ვარდების მოედანი იყო სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილება ე.წ. ვარდების რევოლუციის პოპულარიზაციისათვის. სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ ეს მოვლენა მთელი მსოფლიოსთვის პოლიტიკური ტრენდი გამხდარიყო”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ „ვარდების მოედნისთვის“ პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭების საკითხს მხარი დაუჭირა და რეკომენდაცია გასცა. საკრებულო სახელწოდების შეცვლაზე უახლოს პერიოდში იმსჯელებს.