ქობულეთის მოსახლეობა ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ითხოვს

1059

ქობულეთში, სოფელ ქაქუთში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ქობულეთი – ოზურგეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. ამბობენ, რომ გზაზე ორმოები სოფელ ლეღვადან იწყება და ოზურგეთის შესასავლელამდე მდგომარეობა უცვლელია, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ავტომობილით გავლა გართულებულია. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

აქციის მონაწილეების თქმით, მოუწესრიგებელია სანიაღვრე არხებიც და არ არსებობს გარეგანათება.

ადგილობრივებს მზიან ამინდში მტვერი, წვიმაში კი ტალახი უქმნის დისკომფორტს. მოუწესრიგებელი გზის გამო, როგორც ამბობენ, სამარშუტო ტაქსების მძღოლების ნაწილმა მარშრუტიც კი შეცვალა.

ადგილობრივების თქმით, მათ გზის რეაბილიტაცია არაერთხელ მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ.

აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრებიც იმყოფეოდნენ.