ქუთაისის წყალმომარაგების პროექტს კორპუსების შიდა ქსელების რეაბილიტაცია დაემატა

620

ქუთაისში კორპუსების და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგების შიდა ქსელების რეაბილიტაცია იწყება. დამატებითი სამუშაო კი ქალაქის მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგების ქსელების სრულ რეაბილიტაციას და საცხოვრებელ კორპუსებში ამორტიზებული შიდა ქსელების განახლებას ითვალისწინებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეს სამუშაოები წყლის დანაკარგებს შეამცირებს და სარდაფებში არსებულ ანტისანიტარიას აღმოფხვრის.

უწყების ცნობით, ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის II ფაზა შეფერხებებით მიმდინარეობდა, რაც კონტრაქტორი კომპანიის ფინანსურ პრობლემებს უკავშირდებოდა.

ამჟამად მიმდინარეობს განხილვები დამატებითი სამუშაოსთვის პროექტის განახლებული ვადების განსაზღვრასთან დაკავშირებით. პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.