ბაკურიანში მრავალსართულიანი ავტოსადგომის მოწყობა 3 კომპანიას სურს

1403

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაბა ბაკურიანში მრავალსართულიანი ავტოსადგომის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობს. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.

ტენდერში მონაწილე კომპანიებია: შპს „ჯავა“, რომელსაც შეთავაზებაში 25 მილიონ 846 478 ლარი აქვს, შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი“ – 18 მილიონ 281 405 ლარიანი შეთავაზებით და „ბილდ ინდუსტრი“ – 12 მილიონ 147 949 ლარი.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომპანიების შერჩევა/შეფასების პროცედურა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა პარკინგის დიზაინსა და მშენებლობაზე 14,5 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი 23 მარტს გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 19 აპრილს დაიწყო.

3 სართულიანი პარკინგის პროექტირება/მშენებლობისთვის 365 დღეა გათვალისწინებული.