ჭიათურაში საბაგირო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჭიათურაში საბაგირო გზების სისტემებისა და სადგურების განახლება გრძელდება.პროექტის თანახმად, სრულად აღდგება ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი სამი მიმართულება. გზის საერთო სიგრძე 3428 მეტრია
რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება ფრანგულმა კომპანიამ Pomagalski უზრუნველყო. პროექტის საერთო ღირებულება 40 მილიონ ლარს აღწევს.

ყოფილ საბჭოთა კავშირში, პირველი სამგზავრო საბაგირო გზა, სწორედ ჭიათურაში აშენდა. 3 ათეული წელია ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს და საფრთხეს უქმნიდა მგზავრებს. ამიტომ, სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, გასულ წელს, საბაგირო გზებისა და სადგურების რეკონსტრუქცია დაიწყო.

მსგავსი სიახლეები