ხელვაჩაურის სოფლებში შიდა სასოფლო გზები მოწესრიგდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არმირებული წესით ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება გრძელდება.

უწყების ცნობით, შიდა სასოფლო გზის ნაწილი დღეს ზედა და ქვედა ჩხუტუნეთში მოეწყო.

მათი ინფორმაციით, მზა ბეტონის გატანას სოფლებში ტენდერში გამარჯვებული კომპანია – „გეო-გრუპი“ აწარმოებს.

“მიმდინარე წელს ხელვაჩაურის სოფლებში გზების კეთილმოწყობისთვის ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯება, აქედან მილიონ 400 ათასი ლარი აჭარის მთავრობამ გამოყო, რომელიც არმირებული წესით ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებაზე დაიხარჯება”,-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები