საჩხერის მუნიციპალიტეტში მერჯევი-საირხეს დამაკავშირებელი გზა მოწესრიგდება

1312

საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ მერჯევში, მერჯევისა და საირხეას ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელ გზაზე რკინა-ბეტონის საფარი მოეწყობა.

როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტი გარდამავალია.

უწყების ცნობით, პროექტის პირველ ეტაპზე რკინა-ბეტონის საფარი გზის 1 270 მეტრზე მოეწყობა.

“ორივე ეტაპის სამუშაოს ინდმეწარმე მურმან ტოგონიძე 814 391 ლარად ასრულებს”,-აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.