ილიას ტბისა და დოლოჭოპის დამაკავშირებელი გზა კეთდება

585

ყვარელში, ილიას ტბისა და დოლოჭოპის ნაქალაქარის დამაკავშირებელი გზა კეთდება. დოლოჭოპში აღმოჩენილია V საუკუნის ბაზილიკის ტიპის უდიდესი სატაძრო კომპლექსი, რომელიც ტურისტებისთვის ერთ-ერთი გამორჩეულად მიმზიდველი ობიექტი გახდება.

ყვარლის მერიის ცნობით, ამ პროექტის განხორცილება, რომელიც ილიას ტბასა და დოლოჭოპის ნაქალაქარს დააკავშირებს, ტურისტების ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს.