ქუთაისში შშმ პირთა გადამზადებისა და დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

746

დღეს ქუთაისის მერიის სხდომათა დარბაზში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული განათლებისა და დასაქმების მხარდამჭერი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

უწყების ცნობით, პროექტს ქუთაისის მერია აფინანსებს და არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“ ახორციელებს.

“ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა დაისახა. ეს ადამიანები ჩვენი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან და მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ქალაქის მერიისგან, მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ ყველა მიმართულებით,”-განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ, ნინო თვალთვაძემ.