საკრებულოების ბიუჯეტები PEFA-ს სისტემით პირველად შეფასდება

1359

თბილისის საკრებულოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან საჯარო ფინანსების მართვის ეფექტურობის შეფასების მეთოდოლოგიის -PEFA-ს პროექტის საკითხებში ჯონ შორთთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ჯონ შორთს საკრებულოს მუშაობის შესახებ  ინფორმაცია მიაწოდა. მან ხაზი გაუსვა იმ საკითხს, რომ საქართველოში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები მსოფლიოში აღიარებული PEFA- სისტემით პირველად შეფასდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსების სწორი ხარჯვა და ბიუჯეტის სწორად მართვა. აღსანიშნავია ის წვლილი და დახმარება, რომელიც მსოფლიო ბანკმა გასწია საქართველოში ამ კუთხით მიმდინარე რეფორმის გასატარებლად. რეფორმა  ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, მათ შორის თბილისის მუნიციპალიტეტშიც გრძელდება“- თქვა გიორგი ტყემალაძემ.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა PEFA- პროექტის შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ პროექტის წარმატებისთვის ქვეყანაში არსებული გამოცდილების გაცნობა მნიშვნელოვანია.