ზუგდიდის ახალი გერბის და დროშის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდება

1111

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშის და გერბის ესკიზების შესაქმნელად უახლოეს დღეებში კონკურსი გამოცხადდება. კონკურსის პირობები საქართველოს პარლამენტთან მოქმედ ჰერალდიკის საბჭოსთან შეთანხმებით განისაზღვრა. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

კონკურსიში მონაწილეობის მსურველებმა უნდა დაამზადონ ესკიზები შემდეგი თემატიკის გათვალისწინებით – ღვთისმშობლის კვართი და ზღვის ელემენტები.

„აქ უნდა იყოს ჰერალდიკური ფრანგული ფარი, რაც დადგენილი წესია ყველა მუნიციპალიტეტისთვის. იქნება სადევიზე ბაფთა, სადაც იქნება წარწერა – ზუგდიდი და სამ კოშკიანი ქონგურებიანი გვირგვინი. უკვე კონკურსანტების ფანტაზიასა და მათ გააზრებაზე იქნება დამოკიდებული, კავშირი უნდა დადგინდეს ელემენტებსა და ზუგდიდის წარსულზე. მემკვიდრეობითობის პრინციპი აუცილებელია ჰერალდიკური წესების მიხედვით. ამიტომაც გადაწყდა მათი დეტალების ასახვა“, – განაცხადა ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარემ კონსტანტინე კაკავამ.