სამტრედიის მუნიციპალიტეტში 1 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება

984

როგორც მერიაში აცხადებენ, სამტრედიის მუნიციპალიტეტში 1 000 000 დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.

სამტრედიაში, ლაშა თევზაძის ქუჩის ბოლოში, 4200 კვ/მ-ზე თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე სასაწყობო-სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.

ინვესტიცია კომპანია ,,ჯეოკოპმა“ განახორციელა. როგორც კომპანიის მენეჯერმა ლოვა ავეტისიანმა აღნიშნა , სამაცივრე- სასაწყობო მეურნეობა საქართველოს და სომხეთს მოემსახურება და იქნება დისტრიბუციის დიდი ქსელი.

“კომპანიაში ამ ეტაპზე 25 ადამიანია დასაქმებული, მათი უმეტესობა კი ადგილობრივია”,-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

,,მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივები არიან დასაქმებულები. რა თქმა უნდა მაქსიმალური ხელშეწყობა აქვს ყველა ინვესტორს და ჩვენ შესაძლებლობის ფარგლებში ყველანაირად მხარში ვუდგევართ თითოეულს”.- განაცხადა სამტრედისი მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ.