წყალტუბოში სამოქალაქო ბიუჯეტირების თემაზე ტრენინგი ჩატარდა

771

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს „საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის“ თავმჯდომარის თამარ მამარდაშვილის ინიციატივით, მუნიციპალიტეტში მიიწვიეს „საქართველოს ადგილობრივი თვითმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ხოსრუაშვილი, რომელმაც ტრენინგი გამართა სამოქალაქო ბიუჯეტირების თემაზე და საფინანსო სფეროში სიახლეებზე.

მერიის ცნობით, ტრენინგის განმავლობაში, ფინანსისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ხოსრუაშვილმა განიხილა ბიუჯეტის მომზადების ეტაპები, ყველა ის პარამეტრი, რისგანაც ბიუჯეტი შედგება.

შეხვედრას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე პაატა ახალაძე, მერი გრიგოლ იოსელიანი, მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე, თვითმართველობის წარმომადგენლები და ა(ა)იპ–ების ფინანსური განყოფილებების თანამშრომლები ესწრებოდნენ.