საქართველოს რეგიონები, სადაც უმუშევრობის დონე გაიზარდა

975

საქსტატის მონაცემების თანახმად, 2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2016 წელთან შედარებით 0.1 პროცენტით შემცირდა და 13.9 პროცენტი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება. ინფორმაციას allnews.ge ავრცელებს.

2017 წელს თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულებში 51.7 პროცენტი იყო, რაც 2016 წელთან შედარებით 1.5-ით არის შემცირებული.

წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე, რეგიონების ნაწილში გაზრდილია. კერძოდ მატებაა თბილისში, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში.

ქ. თბილისში, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია, ეს მაჩვენებელი 1.2 %-ით გაიზარდა, იმერეთის რეგიონში – 1.6 %-ით, ხოლო შიდა ქართლის და ქვემო ქართლის რეგიონებში – 2.0 და 3.5 %-ით. უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 5.8 და 3.4 %-ით.