შემოდგომიდან თბილისს 11 ახალი ბაგა-ბაღი შეემატება

1305

შემოდგომიდან, ახალი სასწავლო წლიდან, დედაქალაქს 11 ახალი ბაგა-ბაღი შეემატება. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა  კახა გვანცელაძემ თქვა. გვანცელაძის განმარტებით, შემოდგომიდან 9 ახალი ბაღი დაემატება იურიდიულად, 11 ბაღიდან ორი ახლო მდებარე ბაღს დაუკავშირდება. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.

“თბილისის საბავშო ბაგა-ბაღები ახალი სასწავლო წლიდან 3 ათასზე მეტი ბავშვის მიღებას შეძლებენ”, – თქვა კახა გვანცელაძემ.

ბაღების გაერთიანების დირექტორის განმარტებით, მშობელთა მოთხოვნის საფუძველზე, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ წელს, საზაფხულო ბაგა-ბაღების რაოდენობის გაზრდა გადაწყვიტა. კახა გვანცელაძის თქმით, სერვისით  სარგებლობა 13 ათას აღსაზრდელს შეეძლება. როგორც ცნობილია, სააღმზრდელო წლის დასრულების შემდეგ, 40 საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდება.