ვარკეთილში, ერთ-ერთ ავარიულ კორპუსში კიბე ჩამოიშალა

898

თბილისში, ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში კიბე ჩამოიშალა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კიბის ჩამონგრევის შემდეგ მაშველებმა, სამაშველო კიბის დახმარებით, საცხოვრებელი კორპუსიდან 6 ადამიანი გამოიყვანეს.