ყვარლის სოფელ შილდაში მდ.სეფორას სათავე-ნაგებობა იწმინდება

1636

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, მდინარე სეფორას სათავე-ნაგებობა იწმინდება. აღმიშნული სათავე-ნაგებობიდან შილდის დაახლოებით 1400 მდე მოსახლე წყლით მარაგდება.

ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სოფელ შილდაში მდინარე სეფორას სათავე-ნაგებობამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს.

როგორც მერიაში აღნიშნავენ,  გზა მდინარის ადიდებამ დააზიანა.

ამასთან, უწყების ცნობით, მოეწყობა წყლის შემკრები საგუბარი, საიდანაც მოსახლეობა მომარაგდება სარწყავი წყლით.