შუახევში, უძველესი ეკლესიის ნანგრევებში თიხის ჯამები, ჯვრები და 10-ზე მეტი სამარხი აღმოჩინეს

969

უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა შუახევში. სოფელ ფურტიოში უძველესი ეკლესიის ნანგრევებში თიხის ჯამები, ჯვრები და 10-ზე მეტი სამარხი აღმოჩინესარტერფაქტებს სპეციალისტები დაახლოებით XI-XIII საუკუნეებით ათარიღებენ. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

ექსპედიციაში წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები მონაწილეობდნენ. პირველადი შეფასებით, ტერიტორიაზე განთავსებული ეკლესია ოსმალების შემოსევების შედეგად დაინგრა, ვარაუდობენ იმასაც, რომ ადგილობრივები თავს ამ ეკლესიაში აფარებდნენ. სამარხები კი შესაძლოა სწორედ ადგილობრივების იყოს. ექსპედიცია ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.